საქართველო და ეკოლოგია
როგორც მოგეხსენებათ ტყეებს პლანეტის ფილტვებს ეძახიან. ბოლო ასწლეული შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ეკოლოგიური კატასტროფების პიკად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეოობაა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში.
აღნიშნულ პრობლემას ვერც საქართველომ აუარა გვერდი. განსაკუთრებით 90-იან წლებში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურ-სოციალურმა კრიზისმა თავისი დაღი დაასვა საქართველოს ბუნებას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რელიეფური თავისებურებიდან გამომდინარე, საქართველოში არ არსებობს სამრეწველო დანიშნულების ტყეები, უმოწყალო ჩეხვამ ხელი შეუწყო მთელ რიგ სტიქიურ უბედურებებს, გახშირდა წყალმოვარდნები, ღვარცოფები, მეწყერები, თოვლის ზვავები. ამასთანავე არ შეიძლება არ აიღნიშნოს, რომ გადაშენების პირზე მივიდა ბევრი რელიქტური თუ იშვიათი ჯიშის მცენარე (ძელქვა, უთხოვარი, ჭალის მუხა და სხვა). ეს კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ წარმოიშვა საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პროცესებში ხელოვნური ჩარევის აუცილებლობა, რომლითაც შესაძლებელი გახდება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის და კატასტროფების შერბილება ან ზოგიერთ შემთხვევაში თავიდან აცილებაც კი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოში მომხდარმა სტიქიურმა კატასტროფებმა გამოააშკარავა ნაკლოვანებები, რომელიც თან ახლდა სტიქიისაგან დაცვის თანამედროვე ღონისძიებების განხორციელებას. პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობების უმეტესობა ჩადებულია თვით ბუნებაში, მაგრამ მათი შეცნობა და გამოყენება დამოკიდებულია მეცნიერების სხვადასხვა დარგის და პრაქტიკოსთა წარმომადგენლების ცოდნაზე, კვალიფიკაციაზე და მათ ურთიერთ თანამშრომლობაზე.
ჩვენს მიერ წარმოდგენილი წინადადება ეხება მდინარეთა კალაპოტების და ხევების ადგილობრივი მასალებით მოწყობა-გამაგრებას. იმ შემთხვევაში თუ გამოყენებული იქნება ძირითადად ადგილობრივი ბუნებრივი მასალა. ღონისძიებების ეფექტურობა მიღებული იქნება ექპლუატაციაში შესვლისთანავე, მაგრამ ჩვენი მიზანი არა დროებით დაცვა მდინარის კალაპოტისა არამედ მისი საექსპლუატაციო პერიოდის გაზრდა და მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევაა. აუცილებელი ღონისძიებები ითვალისწინებს მდინარის კალაპოტის დამცავ კონსტრუქციაზე მცენარეთა გაშენებას, რომელის ფესვთა სისტემა ხელს შეუწყობს ფერდობის ზედაპირის გამაგრებას და განხორციელებული ღონისძიებების საექპლუატაციო პერიოდის გაზრდას.
ადგილის მიკრო კლიმატური პირობების გათვალისწინებით და იმის მიხედვით თუ რომელი სტიქიური მოვლენის საფრთხის წინაშე დგას დასაცავი ობიექტი, დასარგავად უნდა შეირჩეს საჭირო ნერგთა ჯიშები. გამაგრების ღონისძიებაში გატყიანების დადებითი თვისებების ჩადებით იზრდება ღონისძიების, როგორც საექსპლუატაციო პერიოდი, ისე მისი ეფექტურობა. მაგალითად, მეწყერული უბნებისათვის გამოსადეგია: თეთრი აკაცია, ტირიფი, ნესტიან ადგილებში კი კვრინჩხი, ლაფანი, ჭალის მუხა, თხმელა და ა.შ. ამასთანავე ასეთ ობიექტებზე შესაძლებელია გაშენდეს მარადმწვანე წიწოვანი მცენარეები და ბუჩქები.
ზემოთ აღნიშნული სტიქიური მოვლენების ნებისმიერი ზემოქმედების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში გამოყენებული იქნება, გატყიანებისათვის საჭირო მცენარეთა სხვადასხვა ჯიშები, რითაც საიმედოდ და ეფექტურად იქნება დაცული, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, ისე გზებზე ტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოება. ამრიგად მოხდება ობიექტის დაცვა, როგორც სტიქიური მოვლენებისგან, ისე ტერიტორიის გატყიანება და იმ მცენარეთა ჯიშების გამრავლება, რომლებიც გადაშენების პირასაა.

მსოფლიო ეკოლოგიური პრობლემები
სასურსათო უშიშროება (უსაფრთხოება) განეკუთვნება ფუნდამენტურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსათვის, რადგან დედამიწის მოსახლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათზე მოთხოვნილების ზრდაზეც. ამასთან, იგი პირდაპირ თუ ირიბად თითოეული ინდივიდის და მთელი საზოგადოების ფიზიკური არსებობის შენარჩუნებას უკავშირდება.
წარსულში, როდესაც ადამიანი მეტად სუსტი იყო ბუნებრივი მოვლენების წინაშე და ვერ ფლობდა მათზე ზემოქმედების მნიშვნელოვან საშუალებებს, ხშირი იყო არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით გამოწვეული შიმშილობები. ისტორიაში მრავალი ამგვარი ფაქტია აღწერილი (ეგვიპტე, რომი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბოჰემია, პოლონეთი, ირლანდია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.).
შიმშილობას საქართველოში, მისი უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობების გამო, ძირითადად მტრის შემოსევები და ეპიდემიები განაპირობებდა, რაც ისტორიულ დოკუმენტებშიც ფიქსირდება. 735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ისე დაზარალებულა ქართლის სოფლის მეურნეობა, რომ მემატიანე წერს: “…აღარა იპოვებოდა ნიშნები არც საჭამადი კაცთა და პირუტყუთა”. დიდი შიმშილობები იყო შუა საუკუნეებში ბაგრატ IV მეფობის დროს 1050-1060 წლებში. ამ ფაქტს შესწრებია ათონის მონასტრიდან ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც დააფიქსირა ეს მოვლენა. 1811 წელს შიმშილობის მიზეზი გახდა ქვეყანაში შავი ჭირის ეპიდემია, მკაცრი ზამთარი და წყალდიდობები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XX საუკუნეში სასურსათო პრობლემის გამწვავებას იწვევდა დედამიწის მოსახლეობის სწრაფი ზრდა, რასაც ვერ სდევდა სურსათზე გაზრდილი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მატება. XVIII საუკუნის ჩათვლით კაცობრიობა საშუალოდ 1000 წელიწადში ორმაგდებოდა, ხოლო XX საუკუნის მეორე ნახევარში გაორმაგებას 38 წელი დასჭირდა. თუ ადრე გაორმაგება ნიშნავდა 200-220 მილიონი ადამიანით მატებას, გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე ეს ციფრი 3.0 მილიარდზე მეტია. 1975 წლისათვის პლანეტაზე ცხოვრობდა 4 მილიარდი ადამიანი, 1990 წელს 5.6 მილიარდი. პროგნოზების თანახმად, 2010 წლისათვის დედამიწის მოსახლეობა 6.5 მილიარდს გადააჭარბებს, 2030 წლისათვის კი 8.9 მილიარდს მიაღწევს.
დემოგრაფიულმა აფეთქებამ XX საუკუნეში კვლავ აქტუალური გახადა ინგლისელი მღვდლის მალთუსის იდეები. კერძოდ, 1798 წელს შექმნილ “მიწის კლებადი ნაყოფიერების” სახელით ცნობილ თეორიაში იგი წერდა: “მოსახლეობის ზრდის უნარი განუსაზღვრელად დიდია მიწის შესაძლებლობებზე აწარმოოს ადამიანის არსებობის საშუალებები”, “როცა მოსახლეობის ზრდა არ კონტროლდება, ის გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ხოლო არსებობის საშუალებები არითმეტიკული პროგრესიით… მე ვერ ვხედავ გზას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამ კანონის სიმძიმისაგან თავის არიდება, რომელიც ყოველ ცოცხალ არსებას ემუქრება”.
ამჟამად მსოფლიოში მთელი მეცნიერული მიმდინარეობებია, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით იზიარებს მალთუსის მოსაზრებებს და აუცილებლად მიიჩნევენ დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის კონტროლს, თვით ისეთი ბარბაროსული მეთოდებითაც კი, როგორიცაა ომები, ბუნებრივი თუ ანთროპოგენური კატასტროფები, ეპიდემიები და სხვა.
ამგვარი იდეები, რა თქმა უნდა, არ გამოხატავს ცივილიზაციის თანამედროვე ეტაპის არსს. დღესდღეობით შეუძლებელია პროგრესის შენელება-შეჩერება და დედამიწის მოსახლეობის ისეთი ბარბაროსული მეთოდებით რეგულირებაზე საუბარი, როგორიცაა ომები, ეპიდემიები, კატასტროფები, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული (პირიქით, აუცილებელიცაა) მოსახლეობის რაოდენობის რეგულირება თითოეული ქვეყნის შესაძლებლობების მიხედვით. ამის საინტერესო მაგალითს იძლევა ჩინეთი, სადაც მოსახლეობის ზრდის შენელება ხდება საკმაოდ ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ფონზე.
გარკვეულწილად არ მართლდება მალთუსის ხედვები ეკონომიკურ პროგრესთან დაკავშირებითაც. გლობალური პრობლემების ამერიკელი სპეციალისტი ბრაუნი აღნიშნავდა: “მისი (მალთუსის) მრწამსი, თითქოს მოსახლეობის ზრდას გეომეტრიული პროგრესიით ზრდის ტენდენცია გააჩნია, ხოლო სურსათით უზრუნველყოფას არითმეტიკულისა, ვერ უძლებს დროის გამოცდას. სამაგიეროდ მისი უფრო ზოგადი მიდგომა, რომ მოსახლეობის ზრდას გააჩნია ტენდენცია წინააღმდეგობა გაუწიოს სურსათით უზრუნველყოფას, გადარჩა”.
როგორც აღვნიშნეთ, უკანასკნელ პერიოდში დედამიწის მოსახლეობის გაორმაგების ტემპი 38 წელს უდრის, ხოლო ტექნიკურ-ტექნოლოგიური ცოდნისა და სამეცნიერო მიღწევების დონე ყოველ 40 წელიწადში ორმაგდება, ანუ შესაძლებელია დავასკვნათ, რომ კაცობრიობის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ზრდის ტემპიც გეომეტრიული პროგრესიის შესაბამისია, ოღონდ იგი ოდნავ ჩამორჩება მოსახლეობის ზრდის ტემპს, რაც არ შეეძლო სცოდნოდა მალთუსს.
მოსახლეობის ზრდასა და სურსათით უზრუნველყოფას შორის წინააღმდეგობა განსაკუთრებით კარგად ვლინდება, როდესაც ვეხებით მიწის რესურსების გამოყენების საკითხს. კერძოდ, ერთი მხრივ, მოსახლეობის სურსათზე მოთხოვნილების ზრდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ზრდას მოითხოვს, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილი აქვს ნაყოფიერი მიწების შემცირებას, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით.
ბუნებრივი რესურსები სასურსათო პროდუქციის წარმოების გასაფართოებლად მსოფლიოში უკიდურესად შეზღუდულია. მათი განაწილების საკითხი ყოველთვის და ყველგან ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. იგი უფრო გამწვავდება მომავალში. მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა მოკლე ხანში კაცობრიობა სურსათის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ადამიანის მოთხოვნილება განუსაზღვრელად იზრდება, ხოლო სურსათის წარმოების რესურსები განსაზღვრულია, ე.ი. არა უსაზღვრო. შესაბამისი ღონისძიებების გატარების გარეშე, საქართველო ბაზრის კონიუნქტურაზე და სურსათის მწარმოებელ ქვეყნებზე დამოკიდებული გახდება, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ახალგაზრდა სუვერენული სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასურსათო პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ორი ფიზიოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური _ ასპექტით. ფიზიოლოგიურ ასპექტში იგულისხმება სასურსათო პროდუქციის აბსოლუტური დეფიციტი. ამ შემთხვევაში ადამიანის მიერ მოხმარებული სურსათი ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ აღადგენს მის მიერ ცხოველმყოფელობის პროცესში დახარჯულ ენერგიას, რაც გამოხატულებას პოულობს შიმშილში და იწვევს ადამიანის ორგანიზმის თანდათანობით ცვეთას. ასეთი ასპექტით სასურსათო პრობლემა დგას საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ჩამორჩენილი ეკონომიკა და ცხოვრების დაბალი დონე. სურსათის პრობლემის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი ვრცელდება თვით მაღალგანვითარებულ ქვეყნებზეც, სახელდობრ, მისი მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელმაც სამუდამოდ ან დროებით დაკარგა სამუშაო და ნაკლებ მსყიდველუნარიანი გახდა.
კვების პროდუქტებზე მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება კვლავაც რჩება პრაქტიკულად ყველა ქვეყნის პირველი რიგის პრობლემად, რის გამოც მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა განხილული უნდა იქნეს თანამედროვეობის სხვა პრობლემებთან ურთიერთკავშირში. კაცობრიობის განვითარების ისტორიაში პირველად XXI საუკუნეში ყალიბდება ერთიანი მსოფლიო სისტემა, რომელიც ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე განმსაზღვრელ ზემოქმედებას ახდენს. თითოეულ ქვეყანაში მიმდინარე ტრანსფორმაციული პროცესების შესწავლა, გარკვეულწილად, აუცილებელია განხილულ იქნეს მსოფლიო სისტემის განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და თავისებურებების კონტექსტში. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს უფრო საფუძვლიანად გავაანალიზოთ და კომპლექსურად შევაფასოთ საქართველოს სასურსათო უშიშროება, მისი უზრუნველყოფის როგორც პრობლემები, ასევე გადაწყვეტის ძირითადი მიმართულებები. ნებისმიერ შემთხვევაში ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასურსათო პრობლემა განეკუთვნება მსოფლიო გლობალურ პრობლემათა კატეგორიას, რომლის გადაწყვეტა ორგანულადაა დაკავშირებული პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლო¬გიურ ფაქტორებზე.
მეოცე საუკუნემ (რომელსაც თავისი კატაკლიზმებით ყველა სფეროში ბადალი არ მოეპოვება) საფუძველი ჩაუყარა საზოგადოების განვითარების მრავალ სასიკეთო, პროგრესულ მოვლენას, რომელთა შორის უმთავრესია: განვითარების მაღალი პოტენციალის მქონე ადამიანის ჩამოყალიბება; პოსტინდუსტრიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესის დაწყება; მეცნიერულ-ტექნოლოგიური რევოლუციის ინტენსიფიკაცია; კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის მეტოქეობის დასრულება; დეკოლონიზაციის პროცესის განხორციელება; თანამედროვე მეცნიერულტექნიკური მიღწევების წარმოების პროცესებში დაჩქარებული დანერგვა და ერთიანი მსოფლიო სისტემის ფორმირება. ამასთან, მრავალი ისეთი პრობლემა წარმოჩინდა, რომელიც ვერ გადაწყდა განვითარების ინდუსტრიული სტადიის ფარგლებში (მასობრივი განადგურების ბირთვული შეიარაღება, ეკოლოგიური საფრთხე, სასურსათო პრობლემა და ა.შ.).
კაცობრიობის პროგრესი დღემდე საზოგადოებრივი განვითარების ინდუსტრიამდელი და ინდუსტრიული სტადიების ერთობლიობაა. ინდუსტრიამდელი სტადია, ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის განვითარების სტადიაა, რომლის ძირითადი ნიშანია აგრარული პროდუქციის გაბატონება წარმოებასა და მოხმარებაში. ინდუსტრიული საზოგადოების ძირითადი ნიშნებია: მატერიალური და ფინანსური სიმდიდრის წინა პლანზე წამოწევა, სამრეწველო პროდუქციის გაბატონება წარმოებასა და მოხმარებაში, მექანიკური ტექნოლოგიების გაბატონება, ორიენტაცია მოგებაზე და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გავიხსენოთ ცნობილი რუსი მეცნიერის ნ. კონდრატიევის “გრძელი ტალღების თეორია”, რომლის მიხედვით მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუცია დღემდე ვითარდებოდა ტალღისებურად, საშუალოდ 50 წლიანი ციკლური პერიოდების მიხედვით. პირველმა ტალღამ 1785-1835 წლებში წარმოშვა განვითარების ტიპი, რომელიც ეფუძნებოდა ახალ ტექნოლოგიას საფეიქრო მრეწველობაში. მეორე ტალღა (1830-1890 წწ.) სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას უკავშირდებოდა. მესამე ტალღა (1890-1940 წწ.) უკვე ელექტროენერგიის საფუძველზე მძიმე მრეწველობის, მანქანათმშენებლობის და სხვა ენერგო და მასალატევადი დარგების განვითარებას იწვევდა. მეოთხე ტალღა (1930-1990 წწ.) კავშირგაბმულობის და კომუნიკაციების სხვა თანამედროვე საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე მრეწველობაში გაზის, ნავთობის და სხვა ბუნებრივი რესურსების მასობრივ ჩართვას უკავშირდება. მეხუთე ტალღას საფუძველი მიკროელექტრონიკამ ჩაუყარა, თუმცა მიმდინარე პერიოდისათვის განვითარების გადამწყვეტი ფაქტორი უკვე კომუნიკაციურ-ინფორმაციული და ბიოტექნოლოგიური მიღწევები ხდება, რომელიც თავის მხრივ გენური ინჟინერიისა და მეცნიერების სხვა მნიშვნელოვან მიღწევებთანაა დაკავშირებული.
გარემოს დამაბინძურებელ წამყვან, ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ყველა ქვეყანაში ითვლება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები.
ეკოლოგიური აგრესია და ჯანმრთელობა
სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.
მესამე ათასწლეული მთელ მსოფლიოში ხასიათდება მატერიალურ–ტექნიკური პროგრესის მასშტაბური მიღწევებით, რაც კაცობრიობის უდავოდ დიდი წარმატების მაჩვენებელია. პროგრესული ნაბიჯები ერთის მხრივ ყოფაცხოვრებას აადვილებს, მეორეს მხრივ კი ეკოლოგიური სიტუაციების გაუარესებას და აქედან გამომდინარე ჯანმრთელობისათვის ახალი პრობლემების მომრავლებას იწვევს.
დღეს ადამიანი მუშაობს და ცხოვრობს იქ, სადაც რადიაცია, დაბინძურება ორჯერ, სამჯერ, ათასჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას და მან არც კი იცის არაფერი ამის შესახებ. მან შეიძლება მიიღოს სიცოცხლისათვის საშიში ნიტრატების და მძიმე მეტალების შემცველი საკვები და არ იცოდეს ეს. ეს არის ეკოლოგიური რისკი.
ეკოლოგიური რისკი – ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალურ-სამედიცინო დახასიათება. ჯანდაცვის სისტემის წინ დგას ამოცანა: შეისწავლოს გამონაბოლქვების, საწარმოო პროდუქტების, პესტიციდების, ქიმიური ნივთიერებების გავლენა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შეისწავლოს ეკოლოგიურად „დაბინძურებული სამუშაო ადგილები“, სადაც ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით: ტყვია, სპილენძი, თუთია, ქლორი, გოგირდი და ა.შ. ეკოლოგიის და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ინფორმაციის არქონის პირობებში რთულია შრომითი საქმიანობის რეგულირება.
სამედიცინო–სანიტარული სამსახურის აუცილებელი ამოცანაა დაამონტაჟოს აერო და წყლის ანალიზატორები, მოიძიოს დაბინძურების წყაროები და უზრუნველყოს მათი სწრაფი ლიკვიდაცია.
გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლის ანალიზმა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რუსეთში და მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებში, აჩვენა, რომ ეკოლოგიური დესტაბილიზაციის ძირითადი ტენდენციები გრძელდება და იზრდება. ნაციონალური, რეგიონული პროგრამები, ეკოლოგიური კონვენციები და კანონები მოწოდებულია, რათა დაინერგოს შედარებით ეფექტური რესურსი და ენერგიადამზოგველი ტექნოლოგიები. მრავალმილიონიანი გამწმენდი მოწყობილობები და სხვა მცდელობები ვერ ცვლის ამ ტენდენციას და ვერც ამცირებს ზრდის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ იზრდება ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ჯანმრთელობისა და არსებობის რისკი. ამიტომაც ამ პრობლემის აქტუალობა დღითიდღე იზრდება.

ძნელი წარმოსადგენია, თანამედროვე ცივილიზაცია ნავთობპროდუქტების გარეშე. ნავთობის გამო მიმდინარეობს ომები, ხდება სახელმწიფო გადატრიელებები, ცხადდება ეკონომიკური ბლოკადები. კაცობრიობას ნავთობის მოპოვება-მოხმარება მეტად ძვირი უჯდება, შემთხვევით არ უწოდებენ მას „შავ ოქროს“. XXI საუკუნეში მისი ფასი კაცობრიობისათვის დამღუპველი შეიძლება გახდეს. საქმე ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ნავთობი და მისი პროდუქტების გადამუშავების საფასური შეიძლება გახდეს დამანგრეველი მიწისძვრების შედეგების ტოლფასი.
საიდუმლო არ არის, რომ ნავთობისა და მისი გადამუშავების პროდუქტები წარმოადგენს გარემოს ძლიერი დაბინძურების წყაროს. შედეგად ნადგურდება მიკროორგანიზმები, თევზები, მცენარეები. საწვავის არასრული წვისას ატმოაფეროში გადმოისროლება დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც როგორც მრავალი სომატური, ასევე სიმსივნური დაავადების გამომწვევია.
გარემოს დაბინძურება ნიშნავს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას. მათგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშია მავნე აირები: SO2, CO2, CO, NO, NO2, H2SO4, NO და მძიმე მეტალები: Pb, Cd, Cu, Ni, Cr, Mn, Fe და სხვ., რადგან ისინი ტოქსიურად მოქმედებენ ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ გარემოზე, მიკროორგანიზმებზე, თევზებზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ტოქსიური ნივთიერებების ნორმაზე მეტად მომატება გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთი ქრონიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, როგორიცაა სასუნთქი და გულ–სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, გენეტიკური და თანდაყოლილი მანკები, ქრონიკული მოწამვლები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ალერგიები, სისხლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ნევროზები და ვეგეტატიური დარღვევები, ღრძილების ატროფია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება და სხვ.
ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დაბინძურების მომატების ხარჯზე, დღევანდელობის ძალზედ აქტუალური ეკო–ჰიგიენური და კლინიკური პრობლემაა. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოჩნდეს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით ხილულ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა პოპულაციაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენით, კუჭ–ნაწლავის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევით, ალერგიული დაავადებების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებით და ამასთან, აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობით.
გარემოს დამაბინძურებლებს, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი, ოზონი და აზოტის ჟანგეულები, იმ კონცენტრაციით, რაც შეიძლება შეგვხვდეს ძლიერ დაბინძურებულ ქალაქებში, შეუძლიათ ბრონქოსპაზმის პროვოცირება, ბრონქების რეაქტიულობის გარდამავალი მომატება და სხვადასხვა სახის ალერგიული რეაქციების გაძლიერება (GINA2004 ).
ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ ცენტრში ცხოვრება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან – ნიადაგში, ფოთლებში, ბალახის გაზონებში. ქვიშაში – პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სრიოზული დაავადებების განვითარებას.
აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე საქართველოსთვისაც და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რისთვისაც საკმარისია დასახელდეს კონკრეტულად საქართველოს დღევანდელობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები:
• საქართველოს მდებარეობა – მოქცეულია მთებს შორის;
•ბუნებრივი გოგირდოვანი წყლების არსებობა;
•ტექნიკურად გაუმართავი დიდი რაოდენობის მანქანების აქტიური გამოყენება;
•საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, მათ შორის იაფფასიანი გაუმართავი გამათბობელი საშუალებების აქტიური გამოყენება;
•ბუნებრივი საწვავის პროდუქტების მოპოვების ადგილების და მათი ტრანსპორტირების უკონტროლობა;
•მოსახლეობის ინფორმირების უკმარისობა უსაფრთხოების წესებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ;
•პერმანენტული სტრესული მდგომარეობა და სხვ.
ამგვარად, დღევანდელ სიტუაციაში შესაძლოა ჩაითვალოს, რომ არსებული პრობლემების ფონზე საქართველო, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქი თბილისი და ზოგიერთი რეგიონი წარმოადგენს ერთგვარ ექსპერიმენტულ ლაბორატორიას, ეკოლოგიური დაავადებების განვითარებისათვის, რომელთა ქრონიზაციის ხელშეწყობამ პრევენციული ღონისძიებების გატარების დაგვიანების გამო შესაძლოა თავი იჩინოს მომავალი პოპულაციის დონეზე – მოსახლეობის შემდგომ თაობებში სერიოზული გენეტიკური დარღვევების სახით. ჩვენ ვკარგავთ შეუქცევადს – ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას და ჩვენს გენოფონდს.
აქედან გამომდნარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფატორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადეთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

No comments:
Post a Comment